მამუკა მდინარაძე: ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას
ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ ხმის მიცემის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, რომ თბილისელების დიდი უმრავლესობა ანალოგიურ არჩევანს გააკეთებს.
„მე იმ ადამიანს მიეცი ხმა, რომელმაც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისის და თბილისელების ნდობას. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე მესამე ბიულეტენში მაჟორიტარებს დავუჭიროთ მხარი, გარდა პროპორციული სიისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თითოეულ მერს თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ თავისი გუნდი არ ეყოლა, რომელიც იმ გეგმების განხორციელებაში შეუწყობს ხელს, რაც მათ მიზნად დაისახეს (და ერთადერთი პარტიაა „ქართული ოცნება“, რომელმაც კონკრეტული პარტია წარუდგინა ამომრჩეველს) და ამ პროგრამის განხორციელებას პროპორციული სიით გასულმა დეპუტატებმა უნდა შეუწყონ ხელი. ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ერთხმად, ხმაშეწყობილად შევძლოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება თითოეულ მუნიციპალიტეტისა და უბნის დონეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.