კომისიის წევრის დაგვიანების გამო ლაგოდეხში ერთ-ერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს მე-11 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზი კომისიის წევრის დაგვიანება გახდა.
მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით შეძლეს.
კომისიის თავმჯდომარის მზისა ბუცხრიკიძის თქმით, ერთ-ერთმა წევრმა საარჩევნო უბანზე მისვლა დაიგვიანა, რის გამოც უბანი დროულად ვერ გაიხსნა.
აღნიშნულ უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დამკვირვებელი თამარ ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ დარღვევები გამიზნულად ხდება და უბნის თავის დროზე გახსნისთვის არაფერი ჰქონდათ მზად.