ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილთან ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციაულურობა.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, მას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფინდენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას და ეს წესები იყო დაცული. ამ ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალურობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.