ჟირინოვსკი – სააკაშვილს: შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ

რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ვლადიმირ ჟირინოვსკი სააკაშვილის კითხვით მიმართავს, “რატომ ჩახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში?”

“მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? მოსკოვში რატომ არ ჩამოხვედი? ჩვენ, ლდპრ-ი, შენს გასათავისუფლებად ყველა ზომას მივმართავთ. იქამდე კი, გამაგრდი. ვიცი, რა კერძი მოაზადა საქართველოს ხელისუფლებამ შენს დასახვედრად: დამპალი თევზის კუდებისგან მომზადებული წვნიანი, მეორეზე – კარტოფილის ნარჩენებისგან მომზადებული პიურე და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფხვნილისგან მომზადებული კისელი”, – წერს რუსი პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები