“ნაციონალური მოძრაობის” სანზონის რაიონული ოფისის თავმჯდომარის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაახლოებით საღამოს ექვსის ნახევრისთვის იქნა დაკავებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მამუკა გუგეშაშვილის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ვიღაც დააკავეს თუმცა არ იცოდნენ, რომ ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი იყო.
“დილის შვიდი საათიდან აქ ვიყავით. ხუთის ნახევარი იყო, რომ დაიწყეს მისამართის კითხვა. დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო 15 -20 მანქანა მოვიდა, მაგრამ ჩვენ ვერც მივხვდით. უკნიდან ეზოში შევიდნენ ვერ წარმოვიდგინეთ რა ხდებოდა, რომ გვცოდნოდა ასე თავისუფლად, როგორ გავატანდით. ლაივს მაინც ჩავრთავდით”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” სანზონის რაიონული ოფისის თავმჯდომარე მამუკა გუგეშაშვილი.