ზელენსკი სააკაშვილის დაკავების გამო შეშფოთებულია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია.

ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა თქვა.

უკრაინის პირველი პირი სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყურადღებით აკვირდება.

“ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ასეთი ინფორმაციით და განცხადებების ტონით, რომელიც ისმის საქართველოში ვითარების შესაძლო, განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტონ ყველა გარემოება და ასეთი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი, უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავების შესახებ “, – წერს ნიკიფოროვი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები