უკრაინაში საქართველოს ელჩი, სააკაშვილის დაკავების გამო, საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ მედიას განუცხადა.

“მედიით ვაკვირდებით ინფორმაციას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს ელჩი მოწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად, დაკავების მიზეზის და გარემოებების შესახებ”, – განაცხადა ნიკოლენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები