თინათინ ბოკუჩავა: ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას კი არა, გამარჯვებას აპირებს
“ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას კი არა, გამარჯვებას აპირებს”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლის გამო ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს.
მისი თქმით, მხოლოდ მელია კი არა, 2 ოქტომბრის არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში პარტია გაიმარჯვებს.
“ნიკა მელია გამარჯვებას აპირებს თბილისში, ანზორ მელია გამარჯვებას აპირებს ზუგდიდში და “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მოგებას აპირებს საქართველოში”, – თქვა ბოკუჩავამ.