ანდრია ჯაღმაიძე: მღვდელმთავრების დამოკიდებულება პატრიარქისადმი ისეთია, რომ არავის მიეცემა იმის საშუალება, გარედან მოხდეს რაიმე ცვლილების მცდელობა

“გოგაშვილმა შეიძლება, ამბავი იცის შუიდან. ამ ფაილებში ჩანს, რომ პატრიარქმა რამდენჯერმე თვითონ დააყენა საკითხი,  მომხდარიყო პატრიარქის ცვლილება. ერთხელ მეც შევესწარი ძალიან ვიწრო წრეში, როდესაც მან ეს საკითხი დააყენა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაბურა. კითხვა ეხებოდა სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის თავის დროზე საპატრიარქოსთან დაახლოებული იყო და ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქობის კანდიდატების შერჩევაში იღებდა მონაწილეობას.

„მღვდელმთავრები პატრიარქის ხელდასმულები არიან, ძალიან დიდი სიყვარული აქვთ პატრიარქისადმი და ყველამ ერთხმად სთხოვა მას, რომ ამ საკითზე საუბარი აღარ გაგრძელებულიყო. მე არ ვიცი, იქ რა ვითარება იყო, მაგრამ ცხადია, რომ თუ მსგავსი ინიციატივა ექნებოდა, არ შეიძლება, რომ ყოფილიყო გარედან ინიციატივა – ეს სრულიად გამორიცხულია. პატრიარქს თავად დაუყენებია საკითხი ცვლილების შესახებ. გარწმუნებთ, რომ მღვდელმთავრების დამოკიდებულება პატრიარქისადმი ისეთია,  არავის მიეცემა იმის საშუალება, გარედან მოხდეს რაიმე ცვლილების მცდელობა“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები