საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას მესტიის მერია უზრუნველყოფს

საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას მესტიის მერია  უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვის ცვენა გრძელდება, ამ დროისთვის ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა. დაზიანებული მონაკვეთის შეფასების და საფრთხის გამორიცხვის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობას მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უდგულის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ქვისცვენის გამო აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები