გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა. სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელსა და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა. შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები