ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“პირველი ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა, ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები ან გადატანილი აქვთ კოვიდი;

ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;
ღონისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500 ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;
6-დან 12-წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. Corona Testpass-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები