ნიკა მელია: 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში
“2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
“2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში. როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესები. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით შედეგები სხვადასხვა მანიპულაციის გზით არ დადგეს იმდაგვარი, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის „ქართული ოცნება“. ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან. ამაზე, და არამხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა, ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.