თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი – „თაობა 2021“ მიმდინარეობს
25 – 30 სექტემბერს, ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, თბილისი მასპინძლობს რიგით მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს „თაობა“.
ორგანიზატორების განცხადებით, კინოფესტივალი წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ტარდება.
ფესტივალის მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში იმართება.
ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-21 წლის სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაესწრონ ქართველი კინოპროფესიონალების მასტერკლასებს პროექტის ,,თაობის აკადემია“ ფარგლებში. “თაობის აკადემია 2021-ის” მთავარი თემაა კინოდრამატურგია. 3 დღის (27-29 სექტემბერი) განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, თეორიულ საკითხებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
თაობის აკადემიის სარეგისტრაციო ბმული – https://bit.ly/38sRDqA
ფესტივალი გაიხსნა 25 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, გერმანული საბავშვო ფილმის Jim Button and the Wild 13 არასაკონკურსო ჩვენებით (ქართული პრემიერა).
ქართული პრემიერები:
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართული პრემიერა:
• Padrenostro (იტალიის საელჩოს მხარდაჭერით);
• Body of Water (გაერთიანებული სამეფო);
• Any Day Now (ფინეთი);
• Jim Button and the Wild 13 (გერმანია).