გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არ აპირებს რეალურ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, აქედან გამომდინარე, გარკვეულ დაძაბულობას უნდა ველოდოთ
“ოპოზიცია რეალურ საარჩევნო პროცესებში ჩართვას არ აპირებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
აქედან გამომდინარე, ვოლსკის თქმით, გარკვეული დაძაბულობაა მოსალოდნელი.
„ჩვენი ოპონენტები არ აღიარებენ, რომ კანონი, რომელიც მივიღეთ არჩევნების შესახებ, არის ისეთი, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა გამორიცხულია. მათ ზუსტად იციან, რომ ეს არ და ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ დაძაბულობას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.