მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ირაკლი ბებუას ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნა ბებუას გათავისუფლება და საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.