„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეიკრიბება“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეიკრიბება და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს, – ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაშვებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო, სავარაუდოდ, შეიძლება, შეიკრიბოს ამ კვირის განმავლობაში და ძირითადი საკითხი სწორედ ეს იქნება. ბევრი ახალი მონაცემი დაგროვდა. ბევრმა ქვეყანამ უფრო შეამცირა ასაკი. ზღვრული ასაკი ბავშვებში ზოგან 5 წელია, ზოგან – 2. იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს ამ მნიშვნელოვან ჯგუფზე და მიიღებს გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს 2 ტიპის – ერთი, რომ დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის, ე.წ. რისკ ჯგუფებისთვის, ან დავუშვათ ამ ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, იმედი მაქვს, კვირის ბოლოს საქართველოს ეს გადაწყვეტილება ექნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები