მედია: შვედეთში, ერთ-ერთ შენობაში აფეთქების შედეგად, 25 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

შვედეთის ქალაქ გეტებორგში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 20-დან 25-მდე ადამიანია ჰისპიტალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას Nordic News-ი ავრცელებს.

გაზეთი Aftonbladet წერს, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. გარდა ამისა, მომხდარს ხანძარი მოჰყვა. ევაკუირებულია 100-დან 200 ადამიანამდე.

სულ მცირე, სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები