ნიკა მელია: უკან დახევის უფლება არ გვაქვს, ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. თბილისში ოპოზიციის მერობის ერთიანმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ გლდანში მოსახლეობას საერთო ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა.

ნიკა მელიას თქმით, ორი ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

“ჩვენ არ გვაქვს უკან დახევის უფლება, ყველა მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს და განსაკუთრებით ეს გამარჯვება ძვირფასი იქნება გლდანში იმიტომ, რომ გლდანი იქცა ბრძოლის სიმბოლოდ. განსაკუთრებით მაშინ ვარ დარწმუნებული, რომ გლდანის რაიონი იქნება გამარჯვებული, ვიცი რა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, პატრიოტული სულისკვეთების განსახიერება, ელენე ხოშტარია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები