ამირან გამყრელიძე: კახეთში ყოფნისას, მარან-მუზეუმის ღია სივრცეში ვისადილეთ შესაბამისი რეგულაციების დაცვით, ყველა ვართ სრულად აცრილი, მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 25 სექტემბერს სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა, ასევე, მოინახულა ღვინის მარან-მუზეუმი და შემდეგ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით სუფრაზე იმყოფებოდა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ სუფრაზე მყოფი ყველა ადამიანი აცრილია.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში კახეთის მედიასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, – აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, გამყრელიძის მიერ თანამშრომლებთან ერთად რესტორანში სადილის ამსახველი ფოტოები სტუდია ”მონიტორმა” გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები