კახა კუჭავა: ფაქტი ერთია, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და მალევე იქნება ეს ყველასთვის ცნობილი
“ფაქტი ერთია, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და მალევე იქნება ეს ყველასთვის ცნობილი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებს.
„ძალიან კარგად მესმის და საზოგადოებაც ხედავს ამა თუ იმ კვლევას არჩევნების წინ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, დღეს დილით პატარა ვიდეო ჩამიგდეს, გუშინ, თუ არ ვცდები, „ლეიბორისტული პარტიის“ ელემენტარულ კითხვებს ვერ გასცა პასუხი IPSOS-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გააჩინა კითხვები ამ კვლევის რეალობასა და რიცხვებთან მიმართებით და რამდენად მანიპულირება ხდება ამ რიცხვების. ფაქტი ერთია – 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და მალევე იქნება ეს ყველასთვის ცნობილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.