სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

დღეს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.

სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.

1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები