მეუფე სტეფანე – განკვეთილ სასულიერო პირებზე: ისინი არ არიან შესამოსლის ღირსი
“არაფერი არ ჩამომირთმევია მე, თვითონ ჩამოირთვეს ყველაფერი”, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან დაკავშირებით განაცხადა.
“როცა სასულიერო პირი და მონაზონი კარგავს სახეს, რომელიც აუცილებელია, როცა ღვთის წინაშე მსახურობ, ასე არ იქცევი როგორც ისინი იქცევიან… ისინი უკანონოდ არიან შეჭრილი იმ ტერიტორიაზე, მათ არ ეკუთვნით ის ტერიტორია, მათი იქ ყოფნა არ შეიძლება. მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არიან იმ შესამოსლის ღირსი”,- აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.