საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1910 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 692 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 310, „პისიარ“ ტესტით – 10 382.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო შვიდი დღის – 6,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები