ახალგაზრდული კინოფესტივალი – “თაობა” დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჩატარდება

25 – 30 სექტემბერს თბილისი მასპინძლობს რიგით მე-4 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს – „თაობა“, რომელიც წელს, covid პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მონაწილე 13-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ, 19-20-21 წლის სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაესწრონ ქართველი კინოპროფესიონალების მასტერკლასებს პროექტ ,,თაობის აკადემია 2021“-ის ფარგლებში.

პროექტის მთავარი თემა კინოდრამატურგიაა. 3 დღის (27-29 სექტემბერი) განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, თეორიულ საკითხებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. ფესტივალი გაიხსნება 25 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, გერმანული საბავშვო ფილმის Jim Button and the Wild 13 არასაკონკურსო ჩვენებით (ქართული პრემიერა), რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართული პრემიერა.

წლევანდელი კინოფესტივალის პარტნიორები არიან: • ქალაქ თბილისის მერია; • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; • საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; • საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; • იტალიის საელჩო საქართველოში; • კომპანია ,,ბეხშტაინი”; • კინოთეატრი ,,ამირანი“ მიმდინარე წელს, ახალგაზრდული კინოფესტივალი ,,თაობა“ ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები