საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა – ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლები AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით არიან აცრილები.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, „ავიცრათ და ერთად დავამარცხოთ პანდემია!“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები