ნიკა მელია: ბევრი მაქვს სალაპარაკო, 21:00 საათზე მექნება სპეციალური ბრიფინგი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მას და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და 21:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი დააანონსა.

“დაინახეთ, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. რეჟიმი აწყობდა პროვოკაციას, რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს ხალხზე. ამაზე ნათლად, “ქართული ოცნებას”  რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ასე ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო. 21:00 საათზე მექნება სპეციალური ბრიფინგი”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები