ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

“რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგების მიმართ დადებითი მოლოდინები აქვს.

„რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ ამ შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ. საუბარი არ არის არც 40, 43, 58 პროცენტზე და ასე შემდეგ, საუბარია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება. ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ინფორმაცია, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენ შტაბებთან შეხვედრების დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები