ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები

“ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა,  თითქოს, „ენკა”-ს მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს.

„ფაქტობრივი გარემოება და მოცემულობა ჯერ არ დამდგარა, ეს არის პროცესი, რაც არის გაცხადებული. როცა ეს პროცესი არ დასრულებულა და ფაქტობრივი გარემოება არ დამდგარა, ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს კონტრაქტი არის შეწყვეტილი. მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მოწოდებული და სახელმწიფო ინტერესები არის დაცული, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავაც ყველაფერს, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, კომპანია „ენკა”-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები