სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების გამო აფრთხილებენ – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს და ხვალ, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები