ვარლამ გოლეთიანი – “ნამახვანჰესის” მშენებლობის გაუქმებაზე: ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია “ენკას” მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღეს, თუმცა, ამბის ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან.

“ჩვენც სხვადასხვა წყაროდან გავიგეთ, რომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია. ამ ეტაპზე, ოფიციალურ დადასტურებას ველოდებით”, – განუცხადა “კვირას” ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ,  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკამ” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა, შესაბამისად, “ნამახვანის” პროექტი გაუქმდა და რიონის ხეობაში ჰესი აღარ აშენდება.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას ეცადა, თუმცა, არც კომპანია “ენკაში” და არც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულის შესახებ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები