იყო თუ არა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის პროცესისთვის – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება
იყო თუ არა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის პროცესისთვის – ამ კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას უპასუხა.
მისივე თქმით, ამ ეტაპამდე ჩატარებული კამპანია სწორად იყო გათვლილი, ხოლო ყოველ ახალ გამოწვევას განსხვავებული მიდგომები სჭირდება.
“მე ხშირად მესმის საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია და საკმარისი კამპანია. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ გავარკვიო, თუ რა არ იყო საკმარისი და რა შეიძლებოდა, უკეთესად გაკეთებულიყო. ამ ეტაპისთვის, ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა ის, რომ ვიპოვოთ დამნაშავე, არამედ უნდა ვიპოვოთ გამოსავლები. არასდროს არ მაქვს პასუხი, თუ რა უნდა ყოფილიყო გაძლიერებული, რა უნდა ყოფილიყო მეტი ან სხვა ფორმატში. ჩატარებული კამპანია იყო სწორ ჯგუფზე გათვლილი, მნიშვნელოვანია, ყოველ ახალ გამოწვევას სხვა მიდგომები შევთავაზოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში.