ალეკო ელისაშვილი: ევროკავშირში კითხვები გაუჩნდათ, ამიტომ დაიბარეს ელჩი – კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად არ დაუბარებიათ

“ევროკავშირში კითხვები გაუჩნდათ და პროტესტის გამოსახატად და კითხვების დასასმელად დაიბარეს ელჩი, კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად არ დაუბარებიათ”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

ელისაშვილის თქმით, პროცესები საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს.

„ელჩის დაბარება ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი გაუჩნდათ და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს. მეგობარი და ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურები ასე აღვირახსნილად არ უნდა იქცეოდნენ, არც საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა ექცეოდნენ ასე და, მით უფრო, არაფრით შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, კონვენციის დარღვევაა. რა თქმა უნდა, პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ და პროტესტის გამოსახატად და კითხვების დასასმელად დაიბარეს ელჩი. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად, რა თქმა უნდა, არ დაუბარებიათ. ძალიან ცუდია, რომ ასე იქცევა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები. თუმცა, კითხვები რჩება ავთენტურია თუ არა, როგორ, საიდან გამოვიდა, ამაზე გვინდოდა დაგვებარებინა ლილუაშვილი და თქვენც არ მომიკვდეთ, უკვე მერამდენედ „ნაციონალური მოძრაობა” აგდებს ასეთ საკითხებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები