ნიკა მელია: არცერთ სტრატეგიულ პარტნიორს არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარება ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს მასალების ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ.

“არცერთ სტრატეგიულ პარტნიორს არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარება იმ ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში, რომელიც მოპოვებული არის, საიდან, როგორ – ეს არავინ იცის. ელჩი რომ არ დარწმუნებულიყო, რომ კრებსში ამოღებული მის მიერ წარმოებული საუბარი სხვადასხვა პირებთან არ არის იდენტური, მერწმუნეთ, ამ ადამიანს – ელჩს არ დაიბარებდნენ”, – აცხადებს მელია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები