გია ვოლსკი: დანაშაულის და სამართლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ პარტიასაც უნდა წარმოვადგენდეთ
„ნაცმოძრაობის“ მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნების წინაპერიოდი ასეთი ფაქტებით იყოს დახუნძლული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ დმანისში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროვოცირების ის ხარისხი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, წარსულში უნდა დატოვონ.
„მას შემდეგ, რაც ბათუმის ინციდენტი ვნახე და ბევრი სხვა მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო, თუ როგორ უკეთებენ პროვოცირებას ამ დაძაბულობას, მუშტიკრივს და ჩემი, როგორც ადამიანის შეხედულება, რასაკვირველია, საკმაოდ ნათელია. „ნაცმოძრაობის“ მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს დახუნძლული ასეთი ფაქტებით. რეალობა ეს არის, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველას მოვუწოდოთ, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი ვცეთ საზოგადოებას და პროვოცირების ეს ხარისხი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გვიჩვენა „ნაცმოძრაობამ“,უნდა გადავდოთ წარსულში, მაგრამ ამასთანავე ყველას უნდა გვახსოვდეს დანაშაულის და სამართლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ პარტიას უნდა წარმოვადგენდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დმანისში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი.