სილვიუ დომენტე: საქართველოში შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა, დიდი პროგრესია მიღწეული

“მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა, აღვნიშნავდი, რომ დიდი პროგრესია მიღწეული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივნის-ივლისში, როდესაც დაიწყო საქართველომ ვაქცინაცია, დღეში კეთდებოდა 5-000 6-000 ვაქცინის დოზა, ხოლო აგვისტოში, დღეში 17 000 დოზა.

„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. დღესდღეობით უკვე 1 600 000 ადამიანია, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილი ქვეყანაში“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები