გია ვოლსკი: ნიკა მელიას დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეეძლო გასვლა, თუმცა, არა იმით, თითქოს, ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიოს
“ნიკა მელიას ნებისმიერი მიზეზით შეეძლო გასვლა დებატებიდან, თუმცა, არა იმით, თითქოს, ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გუშინ, “საზმაუზე” გასული მერობის კანდიდატთა დებატების შეფასებისას განაცხადა.
„ნიკა მელია დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლება, გასულიყო, თუმცა, არა იმ მიზეზით, რაც თქვა, თითქოსდა, ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობა, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას. საჭიროა ქალაქზე ლაპარაკი. პერსპექტივაზე და არა იმ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას აქვს. საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ მთლიანობაში სურათი კარგად დაიხატა, საზოგადოებას ინფორმაცია მიეცა, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.