კალაძე: არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, მან თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, მან თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები. მისივე თქმით, ის არ აპირებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პოლემიკას.

„არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები. შეგიძლიათ, ირაკლი კობახიძეს მიმართოთ და ირაკლი აუცილებლად გაგიშლით თემას. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არჩევნების შემდეგ ძალიან ვრცლად ვისაუბრებ ყველაფერზე. არჩევნებამდე არ მინდა ამ თემაზე საუბარი,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები