ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ის საკონსულტაციო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. ყველამ ვიცით, რომ ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა, ყველა გადადგმული ნაბიჯისას ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და სწორედ მათი ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა ეს კამპანია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები