იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები