პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან

რატი ბრეგაძემ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათვე ცნობით, პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან – რატი ბრეგაძემ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

“საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამისი მემორანდუმი რატი ბრეგაძემ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა.
იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.
მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები