მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკო-ს სწავლების ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკო-ს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები