ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის პროცესის შეფერხების უკან დგას მოქალაქეების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

ჩხაიძის თქმით, მთავარი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა პანდემიის მიმართ.

“ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია.

ამის უკან არ დგას არც ვაქცინების დეფიციტი, არც ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობა. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები