თეა წულუკიანი: ყველამ კარგად შევხედოთ ბილბორდებს და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს – არც ცუდი და არც კარგი
“ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, წარსული არავინ არ უნდა დაივიწყოს.
„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში რამდენიმე დღის წინ” გამოჩნდა.