“როცა ადამიანთა ნაწილი არ იცრება და ნაწილი ვაქცინირებულია, ამან შეიძლება, კიდევ უფრო გააძლიეროს ვირუსის მუტაცია”

“პიროვნება, რომელიც ვაქცინირებული არ არის, საკუთარ და მის გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლეს “სასწორზე დებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანთა ნაწილი არ იცრება და ნაწილი ვაქცინირებულია, ამან შეიძლება, ვირუსის მუტაცია კიდევ უფრო გააძლიეროს.

“ფაქტია, რომ ამ რეგულაციებმა, თუნდაც ის, რომ გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა – ეს მოვიპოვეთ, რომ შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ჯერ ერთი ის, რომ ადამიანი არ იცრება, არ არის ვაქცინირებული და ნაწილი მოსახლეობის ვაქცინირებულია, ამან შეიძლება, კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს მუტაცია ვირუსის. ამაზეც ვიფიქროთ და თვითონ პიროვნება, ვინც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს თავის თავსაც და  მის ახლობლებს.

ამიტომ, ჩვენც, ექიმებმაც ყველა სიტყვა ჩვენი მოვზომოთ, დავფიქრდეთ და ისე ვთქვათ ხმამაღლა, რომ არ მივიდეთ სავალალო შედეგამდე და კიდევ არ ავარდეს ეს ინფიცირებულთა რიცხვი და არ ჩავარდეს კლინიკა გაუსაძლის მდგომარეობაში”, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები