თეა წულუკიანი ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ქართულ ხელბურთში არსებული სიტუაცია და სპორტის ამ სახეობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილა.

საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, ფედერაციის მიერ შემუშავებულ ახალ წესდებასა და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები