ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციასთან დაკავშირებით 16-17 წლის მოზარდებმა გადაწყვეტილება აუცილებლად გაცნობიერებულად უნდა მიიღონ
“ვაქცინაციის პროცესი მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბავშვების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად.
“16-17 წლის მოზარდების საერთო რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 100-120 ათასია, მათგან მხოლოდ 5000-მდეა ვაქცინირებული, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.
თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ჯგუფი სულ ახლახან შეირჩა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, პირველ ყოვლისა, ოჯახი, რადგან ბავშვების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.