ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გამო, ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გათვალისწინებით, სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობს ამ დრომდე ვერ იწყებს.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, აუცილებელია, პროცესში ჩაერთოს გარემოს ეროვნული სააგენტო. გეოლოგები სოფელში ჩასვლას დღის განმავლობაში გეგმავენ. ისინი ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დამეწყრილ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.

„არსებობს რისკები, რომ მეწყრული პროცესები ისევ განმეორდეს, ამიტომ, ტექნიკის შესვლა იქ არის საშიში, არ გვინდა გაუთვალისწინებელი რამე მოხდეს. ამ რისკებს გეოლოგები შეაფასებენ”, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

მეწყრის მიზეზი 17-18 სექტემბერს უხვი ნალექი მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა და მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზისა და მდინარე ლოპოტას ნაწილი ჩახერგა. დაზიანებულია მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო ხიდი. მოსახლეობას ამ მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები