ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს დაუსწრებლად, აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები