“ბრიტანეთის საბჭო”, განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს – „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო”

საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგების საყურადღებოდ!
“ბრიტანეთის საბჭო”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს – „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“. ამის შესახებ ინფორმაციას “ბრიტანეთის საბჭო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა იქნება, უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალი სისტემები ქართულ რეალობაში გამოიცადოს, რაც თავისთავად დაეხმარება “e-განათლების სახლის” ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნაში ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.

“პარტნიორული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორების შერჩევა. ამჟამად, პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.
ამ ეტაპზე, ვაგრძელებთ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება -საქართველო“ მონაწილეობით დაინტერესებულ ინგლისური ენის მასწავლებლეთა განცხადებების მიღებას. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2021 წლის 25 სექტემბრამდე.

პროექტში მონაწილე მასწავლებელთა რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმაზე და მათთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას “ბრიტანეთის საბჭო” განახორციელებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავებულია “ბრიტანეთის საბჭოს” ვებგვერდზე. იხილეთ ბმული აქვე: https://bit.ly/otcforteachers”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები